Sunday, April 3, 2011

"lookbook 2"








პომადის შექმნის ისტორია

    21ე საუკუნეში ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ ქალი - პომადის გარეშე.  პომადა- ეს ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური საშუალებაა, დღეს მას მილიონობით ქალი იყენებს, თუმცა ადრე ეს ასე სულაც არ იყო. ტუჩსაცხმა დღის სინათლე 1883 წელს ამსტერდამში, მსოფლიო გამოფენაზე იხილა, ვინ წარმოიდგენდა, რომ იგი მსოფლიო მასშტაბებით გავრცელდებოდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან პირველ ხანებში არც თუ დიდი ინტერესი გამოიწვია. რელურად კი, პომადა გამოგონილი იქნა უძველეს ეგვიპტეში. ცნობილია რომ ისინი ნატურალურ საღებავებს იყენებდნენ სხეულის მოხატვის მიზნით. (სხვათაშორის პირველი ტატუირების მშობელიც ეგვიპტეა :D) 
    ეგვიპტელი ქალები ცდილობდნენ გაელამაზებინათ თავიანთი ტუჩები პომადის მეშვეობით, ისინი მას ტუჩის მოცულობის არა გასაზრდელად, არამედ შეასმცირებლად იყენებდნენ. რამოდენიმე ხნის შემდეგ პომადა ძველი ეგვიპტიდან ძველ საბერძნეთში გავრცელდა. 
     ზოგიერთ გერმანულ ტომში მეტად უცნაური ტრადიციები ჰქონდათ პომადასთან დაკავშირებით. როდესაც გერმანული ტომის  წარმომადგენელი ნადირობიდან ცარიელი დაბრუნდებოდა, მისი მეუღლე თითს იჭრიდა და სისხლით იღებავდა ტუჩებს, მოგვიანებით სისხლი ველური კენკრის წვენმა შეცვალა. სამწუხაროდ, ამ რიტუალის ორიგინალური მნიშვნელობა არ არის შემორჩენილი. 

     პომადამ ადვილად მოიგო ქალთა (და არა მარტო ქალთა) გულები, და რევოლუციური ინოვაციების შედეგად ჩვენ მივიღეთ სრულყოფილი ტუჩსაცხი.  პომადის ე. წ. "ტიუბიკი" შეიქმნა 1915 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საბოლოოდ პომადა იქცა ყველაზე პოპულარულ დეკორატიულ კოსმეტიკად.  

ფეხსაცმელი_ ეს ჩვენი სისუსტეა:)

 როგორც იქნა მოვიდა გაზაფხული. მშვიდობით ერთფეროვნებავ... ფერები, ფერები და ისევ ფერები. მოდით ვნახოთ რა არის აქტუალური ამ სეზონზე... დავიწყოთ ქუსლიანი ფეხსაცმლით, ალბათ დამეთანხმებით რაც უფრო მაღალია ქუსლი მით უფრო მაღალია ელეგანტურობა. წელს აქტუალურია პლატფორმებიც და ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ მაქსიმალურად გემოვნებიანი ფეხსაცმელი. ყველა დროის ყველაზე ცნობილი დიზაინერები აღნიშნავდნენ რომ მოდური ფეხსაცმელი ნებისმიერ ჩვეულებრივ ლუქს აქცევს არაჩვეულებრივად, ასე რომ არასოდეს დაგენანოთ ფული ფეხსაცმელში... დავათვალიეროთ 2011 წლის ქუსლიანი და უქუსლო "ტრენდები" :) 

































აქსესუარები

   მოდური აქსესუარები _ ეს აუცილებელი დეტალია, იმისათვის რომ დასრულებული სახე მივცეთ ჩაცმულობას და შევქმნათ ჩვენი სტილი. მოდის განვითარებასთან ერთად ტრენდს სხვადასხვა აქსესუარები წარმოადგენდნენ. მოდური ეპოქა იქმნება აქსესუარებით, მაგ: XII- XVII საუკუნეებში უცვლელ და ყველასათვის საყვარელ აქსესუარებს წარმოადგენდა ე.წ. სარკის ტომარა, სარტყლები და ოქროს ჯაჭვები, მოდური იყო  სპილოს ძვლის, ვერცხლის მოვარაყებული, მინიატურებითა და გრავიურებით გაფორმებული სამკაულები. მოგვიანებით შემოვიდა ბეწვით გაწყობილი აქსესუარები.









     რაც შეეხება ქოლგებს, მზის ქოლგების გამოყენება დაიწყეს 1870 წელს, მანამდე მას მხოლოდ წვიმისაგან დამცავი ფუნქცია ჰქონდა.
     მოდაში შემოვიდა აქსესუარების გაფორმება მინით, თითბერით, თუნუქით, ჯაჭვებით და ა.შ.  აქსესუარებს აგრეთვე მე-16 საუკუნეში აფორმებდნენ ტყავის მეშვეობითაც,
      სათვალეები ევროპაში დაახლოებით 1300 წელს შეიქმნა, თუმცა აზიაში მას ბევრად ადრე იყენებდნენ.  მზის სათვალე  გავრცელებული იყო ძირითადად არისტოკრატიულ ფენებში და მასზე დამაგრებული იყო სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯაჭვები. მე17 საუკუნეში სათვალეს ძირითადად მამაკაცები იყენებდნენ, მეოცე საუკუნე ელეგანტური ქალი კი სათვალეების გარეშე წარმოუდგენელი გახდა.
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        ჩანთა წარმოადგენდა ორმაგ ნაქსოვ ტომარას, რომელსაც ძირითადად ფულის შესანახად იყენებდნენ. გლეხების ჩანთა იყო განსხვავებული სტილის და მასზე დამაგრებული ქონდათ სარტყელი. კლატჩი  შეიქმნა იტალიაში და მას იყენებდნენ როგორც კაცები ასევე ქალები. იგი ძირითადად ბეწვისაგან მზადდებოდა. ტყავის ჩანთა პოპულარული იყო მე14_ მე15  საუკუნეებში.
    ცხვისრსახოცი წარმოადგენს ჰიგიენურ საშუალებას თუმცა იგი გაცილებით ადრე ასრულებდა აქსესუარის ფუნქციას. რენესანსის იტალიაში ქალბატონები იყენებდნენ მაქმანიან ცხვირსახოცებს. პრაქტიკული მიზნებისათვის ცხვირსახოცის გამოყენება მე19 საუკუნეში დაიწყეს. მე17 საუკუნეში აკრძალვებიც კი იყო დაწესებული რათა არ გამოეყენებინათ ცხვირსახოცი, როგორც ფუფუნების საგანი. 
    ხელთათმანები ცნობილია უძველესი დროიდან. იგი არსებობდა ეგვიპტის პირამიდების ეპოქაში. თავიდან ხელთათმანები გავდა ჩანთას, რადგან მას არ ჰქონდა თითის ხვრელები, თუმცა მოგვიანებით შეიქმნა ახლანდელი ხელთათმანების მსგავსი ხელთათმანიც.  საქართველოს მეფეები და მღვდელმთავრები იყენებდნენ ხელთათმანებს, რომელიც გაწყობილი იყო ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით.