Saturday, April 2, 2011

ჟაკლინ კენედი

      მეცხრამეტე საუკუნის მოდა წარმოუდგენელია მშვენიერი გარეგნობის მქონე პირველი ლედის ჟაკლინ კენედის გარეშე, იგი კარგი მანერებისა და მაღალი გემოვნების მაგალითი იყო ყველასათვის. ჟაკლინ ლი ბუვიე დაიბადა 1929 წელს არისტოკრატიულ ოჯახში, დედამ ჯენეტ ლი ბუვიემ, ქმარს, რომელსაც მექალთანეობის გამო შეიხსაც კი ეძახდნენ ღალატი არ აპატია და გაეყარა 1936 წელს. 
     ჯეკი ბავშვობაში მეტად მოუსვენარი იყო, მშობლები მას აღმერთებდნენ , მამას იგი განსაკუთრებულად  უყვარდა. ჯეკიმ რამდენიმე კერძო სკოლა გამოიცვალა, იგი საკმაოდ კარგად სწავლობდა და თაყვანისმცემლებიც არასდროს აკლდა. შავი ჯეკი,რომელიც მამრების ბუნებას მხოლოდ ჭორით არ იცნობდა, სერიოზულად ღელავდა. ქალიშვილისთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში ის წერდა: "ქალს შეიძლება ჰქონდეს ფულიც, სილამაზეც და ჭკუაც, მაგრამ რეპუტაციის გარეშე ის არაფერია" 
      თუმცა იმ დროისათვის ჯეკის ერთადერთი სერიოზული გატაცება ახალგაზრდა ნიუ-იორკელი ბროკერი ჯონ ჰასტედი იყო, დაინიშნენ კიდეც. ჯეკი მაშინ ვაშინგტონის ერთ-ერთი გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა. ერთ საღამოს, როცა ჰასტედს აეროპორტში აცილებდა, მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი მშვიდად ჩაუდო პიჯაკის ჯიბეში. ასე დასრულდა ეს ამბავი.
        ჟაკლინის ახალგაზრდობამ სიღარიბეში ჩაიარა, მაგრამ ბედნიერი იყო. ის ძველი მანქანით დადიოდა და გაზეთში მუშაობსას მისი ხელფასი დასახლოვებით 50 დოლარს შეადგენდა. ზოგჯერ მშობლებიც ეხმარებოდნენ ფინანსურად. შემდეგ ახალგაზრდა ჯეკიმ ჯონ კენედი გაიცნო და მათი რომანი თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა, რაცას შედეგად მოყვა ჟაკლინის დადანაშაულება იმაში, რომ ის უკვე ცნობილ პოლიტიკოსსა და სენატორს ანგარების გამო გაჰყვა ცოლად, რათა მშობლებზე ფინანსური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებულიყო. თუმცა ჟაკლინისათვის ეს გადამწყვეტი არ ყოფილა ჯონ კენედის ძალიან კარგი უირთიერთობა ჰქონდა ჟაკლინის მამასთან და მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებებში უთანხმოებისა ისინი საათობით საუბრობდნენ მათ საერთო ინტრესზე_ ქალებზე, უყვარდათ კარგი ღვინო და ორივეს აწუხებდა ზურგის ტკივილი. ისინი ხშირად საუბრობდნენ ქალებზე ჟაკლინის თანდასწრებით და ამის სულაც არ ერიდებოდათ. შემდგომში ამ საუბრებს ჟაკლინი სევდანარევი ირონიით იხსენებდა, რადგან მაშინ მათი ქორწინების დასაწყისში როდესაც კენედისა და ჟაკლინის ურთიერთობა იდეალური ჩანდა, ამაყ არისტოკრატ გოგონას ძალიან უჭირდა ამ საუბრების ატანა.
         ერთხელ (ჯეკი უკვე თეთრი სახლის დიასახლისი იყო) მოახლემ ჯონის საწოლში ნაპოვნი აბრეშუმის შავი საცვალი ჯეკის გადასცა, რადგან მისი ეგონა. პირველი ლედი ქმარს დაელოდა, მერე საცვალი გაუწოდა და უთხრა: «მიეცი პატრონს. ჩემი ზომა არ არის». 
        1954 წელი ჯონ კენედის კონგრესში არჩევის მიუხედავად ჟაკლინისათვის ტრაგედიად იქცა, რადგან გოგონა რომლისთვისაც ასე ყურადღებით შეარჩია ტანსაცმელი და ოთახის ინტერიერი მკვდარი დაიბადა. რაღაც დროით ჟაკლინი საკუთარ თავში ჩაიკეტა მაგრამ მისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი გამოთქმა: " noblesse oblige"_ "მდგომარეობა გვაიძულებს".
1957 წელს დაიბადა ნანატრი ქალიშვილი კაროლინა, ხოლო 1961 წელს კენედი ა.შ.შ._ს პრეზიდენტი გახდა და ჟაკლინმა ცხოვრების ახალი აზრი იპოვა ბავშვებში და ტანისამოსში. მისი თქმით აუცილებელი არაა, რომ პრეზიდენტის მეუღლე კარგი მოაუბრე იყოს, მაგრამ ის აუცილებლად მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეს. (მას არ უყვარდა ინტერვიუების მიცემა და ამით ხაზს უსვამდა იმას, რომ ქმრის დასაცავდ ან მის ნაცვლად საუბარი არ სურდა). Aარისტოკრატულ ოჯახში აღზრდილმა ჯეკიმ მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, როდესაც პირველი ლედის რანგში შანელის მკაცრ კოსტიუმებსა და ვალენტინოს პომპეზურ სამოსში წარსდგა პუბლიკის წინმაშე. ჯეკის კიდევ ერთ გატაცებად ინტერიერის მოწყობა იქცა. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო რემონტი თეთრ სახლში. შემდგომში მას ამის გამო ბრალი დასდეს და სახელმწოფოს ფინანსების გაფლანგვაში დაადანაშაულეს, ხოლო ის ფაქტი, რომ სარემონტო მასალა შემოწირული იყო მიჩქმალეს.

        ჯონ კენედის ეპოქაში მისი ყველაზე ცნობილი მორთულობა დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლული აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის სისხლით მოსვრილი Chanel-ის ვარდისფერი კოსტიუმი იყო. მერე კარგა ხანს არ იხდიდა: "დაინახოს ყველამ, რა გააკეთეს!"               
         გალანტური დე გოლი ყვავილებს ჩუქნიდა. მოხიბლული ხრუშჩოვი კოსმოსში ნამყოფი ძაღლების ლეკვებს შეპირდა და შეასრულა დანაპირები. ჩე გევარას ერთხელ უთქვამს, რომ ჯეკი - ერთადერთი ადამიანია აშშ-ში, ვის ნახვასაც ისურვებდა. «მოლაპარაკების მაგიდაზე კი არა...», — დაუმატებია მრავალმნიშვნელოვნად.
         კენედის გარდაცვალების შემდეგ, დიდხანს მუსირებდა ჭორები იმის შესახებ, რომ კენედი უმცროსი და ჯეკი საყვარლები იყვნენ. თუმცა როდესაც ისიც მოკლეს ჟაკლინი ცოლად გაყვა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს არისტოტელე ონასისს და მაშინვე დაკარგა ამერიკის მთავარი ქალის სტატუსი, ხოლო ჟურნალისტები კიცხავდნენ მას. "ჯონ კენედი მეორედ მოკვდა" წერდა ამერიკული პრესა. მას ყველა მეგობარმა ზურგი აქცია.
         მალე ონასისი მძიმედ დაავადდა, ჯეკი პარიზში, სადაც საავადმყოფოში ონასისი იწვა, მაშინ ჩავიდა, როცა მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ცნობილ მოდელიერ ვალენტინოს რომში დაურეკა და სამგლოვიარო კაბების კოლექციის გამოგზავნა შეუკვეთა. ამის შემდეგ ჯეკი გამომცემლობა "დაბლდეის" რედაქტორი გახდა.  1994 წლის 19 მაისს ჯეკი გარდაიცვალა - ლიმფური კვანძების კიბოს გამო, რომლის განვითარების პროვოცირებას ზოგი ჯეკის თმის საღებავს აბრალებდა. არლინგტონის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას შვილები - კეროლაინი და ჯონი ესწრებოდნენ. იქვე იყო ადამიანი სახელად მორის ტემპლმენი, ჯეკის უკანასკნელი სიყვარული. არ დაქორწინებულან, მაგრამ ბოლო 12 წლის მანძილზე ჯეკის უფრო ერთგული და ახლო მეგობარი არ ჰყოლია...

No comments:

Post a Comment