Sunday, April 3, 2011

პომადის შექმნის ისტორია

    21ე საუკუნეში ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ ქალი - პომადის გარეშე.  პომადა- ეს ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური საშუალებაა, დღეს მას მილიონობით ქალი იყენებს, თუმცა ადრე ეს ასე სულაც არ იყო. ტუჩსაცხმა დღის სინათლე 1883 წელს ამსტერდამში, მსოფლიო გამოფენაზე იხილა, ვინ წარმოიდგენდა, რომ იგი მსოფლიო მასშტაბებით გავრცელდებოდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან პირველ ხანებში არც თუ დიდი ინტერესი გამოიწვია. რელურად კი, პომადა გამოგონილი იქნა უძველეს ეგვიპტეში. ცნობილია რომ ისინი ნატურალურ საღებავებს იყენებდნენ სხეულის მოხატვის მიზნით. (სხვათაშორის პირველი ტატუირების მშობელიც ეგვიპტეა :D) 
    ეგვიპტელი ქალები ცდილობდნენ გაელამაზებინათ თავიანთი ტუჩები პომადის მეშვეობით, ისინი მას ტუჩის მოცულობის არა გასაზრდელად, არამედ შეასმცირებლად იყენებდნენ. რამოდენიმე ხნის შემდეგ პომადა ძველი ეგვიპტიდან ძველ საბერძნეთში გავრცელდა. 
     ზოგიერთ გერმანულ ტომში მეტად უცნაური ტრადიციები ჰქონდათ პომადასთან დაკავშირებით. როდესაც გერმანული ტომის  წარმომადგენელი ნადირობიდან ცარიელი დაბრუნდებოდა, მისი მეუღლე თითს იჭრიდა და სისხლით იღებავდა ტუჩებს, მოგვიანებით სისხლი ველური კენკრის წვენმა შეცვალა. სამწუხაროდ, ამ რიტუალის ორიგინალური მნიშვნელობა არ არის შემორჩენილი. 

     პომადამ ადვილად მოიგო ქალთა (და არა მარტო ქალთა) გულები, და რევოლუციური ინოვაციების შედეგად ჩვენ მივიღეთ სრულყოფილი ტუჩსაცხი.  პომადის ე. წ. "ტიუბიკი" შეიქმნა 1915 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საბოლოოდ პომადა იქცა ყველაზე პოპულარულ დეკორატიულ კოსმეტიკად.  

No comments:

Post a Comment