Sunday, April 3, 2011

ესპანური წარმატების ისტორია_zarra

      ზარა ესპანური, წამყვანი სავაჭრო ქსელია, რომელსაც ფლობს ესპანელი ბიზნესმენი ამანსიო ორტეგა. ორტეგა ძალიან ცნობილია არა მარტო ესპანეთის, არამედ მსოფლიო მაშტაბებით, იგი ისეთ ცნობილ ბრენდებს ფლობს როგორიცაა მასიმო დუტი, ბერშკა სტრადივარიუსი და ა. შ.  
       ზარას პირველი მაღაზია გაიხსნა ესპანეთში 1975 წელს, და ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ამაში გარკვეული როლი ალბათ პროდუქციის რეკლამირებამ შეასრულა, რადგანაც ორტეგას ამაში არასოდეს ენანებოდა ფული და სარეკლამო ხარჟებიც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა და შრომას ტყუილად არ ჩაუვლია.


       დღესდღეობით ესპანეთში ზარას 519 მაღაზიაა. ზარას პირველი მაღაზია ესპანეთის ფარგლებს გარეთ შეიქმნა პორტუგალიაში 1988 წელს. საფრანგეთში 1990 წელს დაარსდა ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წელს. ზარამ მოახერხა დაეპყრო მთელი მსოფლიო, მისი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

No comments:

Post a Comment