მოდური აქსესუარები _ ეს აუცილებელი დეტალია, იმისათვის რომ დასრულებული სახე მივცეთ ჩაცმულობას და შევქმნათ ჩვენი სტილი. მოდის განვითარებასთან ერთად ტრენდს სხვადასხვა აქსესუარები წარმოადგენდნენ. მოდური ეპოქა იქმნება აქსესუარებით, მაგ: XII- XVII საუკუნეებში უცვლელ და ყველასათვის საყვარელ აქსესუარებს წარმოადგენდა ე.წ. სარკის ტომარა, სარტყლები და ოქროს ჯაჭვები, მოდური იყო სპილოს ძვლის, ვერცხლის მოვარაყებული, მინიატურებითა და გრავიურებით გაფორმებული სამკაულები. მოგვიანებით შემოვიდა ბეწვით გაწყობილი აქსესუარები.
რაც შეეხება ქოლგებს, მზის ქოლგების გამოყენება დაიწყეს 1870 წელს, მანამდე მას მხოლოდ წვიმისაგან დამცავი ფუნქცია ჰქონდა. მოდაში შემოვიდა აქსესუარების გაფორმება მინით, თითბერით, თუნუქით, ჯაჭვებით და ა.შ. აქსესუარებს აგრეთვე მე-16 საუკუნეში აფორმებდნენ ტყავის მეშვეობითაც, სათვალეები ევროპაში დაახლოებით 1300 წელს შეიქმნა, თუმცა აზიაში მას ბევრად ადრე იყენებდნენ. მზის სათვალე გავრცელებული იყო ძირითადად არისტოკრატიულ ფენებში და მასზე დამაგრებული იყო სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯაჭვები. მე17 საუკუნეში სათვალეს ძირითადად მამაკაცები იყენებდნენ, მეოცე საუკუნე ელეგანტური ქალი კი სათვალეების გარეშე წარმოუდგენელი გახდა.
ჩანთა წარმოადგენდა ორმაგ ნაქსოვ ტომარას, რომელსაც ძირითადად ფულის შესანახად იყენებდნენ. გლეხების ჩანთა იყო განსხვავებული სტილის და მასზე დამაგრებული ქონდათ სარტყელი. კლატჩი შეიქმნა იტალიაში და მას იყენებდნენ როგორც კაცები ასევე ქალები. იგი ძირითადად ბეწვისაგან მზადდებოდა. ტყავის ჩანთა პოპულარული იყო მე14_ მე15 საუკუნეებში. ცხვისრსახოცი წარმოადგენს ჰიგიენურ საშუალებას თუმცა იგი გაცილებით ადრე ასრულებდა აქსესუარის ფუნქციას. რენესანსის იტალიაში ქალბატონები იყენებდნენ მაქმანიან ცხვირსახოცებს. პრაქტიკული მიზნებისათვის ცხვირსახოცის გამოყენება მე19 საუკუნეში დაიწყეს. მე17 საუკუნეში აკრძალვებიც კი იყო დაწესებული რათა არ გამოეყენებინათ ცხვირსახოცი, როგორც ფუფუნების საგანი. ხელთათმანები ცნობილია უძველესი დროიდან. იგი არსებობდა ეგვიპტის პირამიდების ეპოქაში. თავიდან ხელთათმანები გავდა ჩანთას, რადგან მას არ ჰქონდა თითის ხვრელები, თუმცა მოგვიანებით შეიქმნა ახლანდელი ხელთათმანების მსგავსი ხელთათმანიც. საქართველოს მეფეები და მღვდელმთავრები იყენებდნენ ხელთათმანებს, რომელიც გაწყობილი იყო ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით.
No comments:
Post a Comment