კოკო შანელის ბიოგრაფია მეოცე საუკუნის ყველაზე ძლიერი და მომხიბლავი ქალი მეწარმის ბიოგრაფიაა. კოკო შანელი, ადამიანი რომელმაც მოდაში გადატრიალება მოახდინა, შექმნა სტილი და დაიმკვიდრა თავი როგორც უდიდესმა დიზაინერმა, დაიბადა საფრანგეთში 1883 წლის 19 აგვისტოს. შანელის საფირმო სამოსს მინი შავი კაბა წარმოადგენდა. მან შექმნა ისეთი სამოსი, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ძალიან პოპულარულია. მისი დიზაინით შეიქმნა დახვეწილი კოსტუმები შეწყვილებული დიდ აქსესუარებთან. მის საყვარელ აქსესუარად შეიძლება ჩაითვალოს მარგალიტი, რომელსაც იგი საოცრად უხამებდა ნებისმიერ სამოსს. იგი თვლიდა რომ სამოსში საჭიროა თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და ამბობდა "ფუფუნება უნდა იყოს კეთილმოწყობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ არის ფუფუნება"... რაც შეეხება მისი სახელის წარმოშობას, შანელი მღეროდა ერთერთ კლუბში სადაც ეწოდა მას "coco". მან თავად განაცხადა, რომ ეს სახელი მომდინარეობდა ერთერთი სიმღერიდან, ეს იყო ფრანგული სიტყვის "cocotte" შემოკლებული ვერსია. თავდაპირველად შანელმა გახსნა მაღაზია სადაც იგი ქუდებით ვაჭრობდა, მოგვიანებით მან გააფართოვა ბიზნესი და ტანსაცმლის მაღაზიებიც გახსნა. სწორედ ამ პერიოდში გახდა იგი ცნობილი. მან შექმნა სუნამო რომელიც დღესაც პოპულარულია, ეს არის მარადიული სუნამო " Chanel № 5", შანელი ამბობდა " ეს არის უხილავი დაუვიწყარი სუნამო, რომელიც მოდის საბოლოო აქსესუარი გახდება". შანელმა დაუმტკიცა ქალებს რომ მათ შეეძლოთ, დამშვიდობებოდნენ კორსეტს, და ყოფილიყვნენ შეუდარებლად ლამაზები მის გარეშეც, კომფორტულ სამოსში. მან შექმნა ქალის ნაზი სამოსი მამაკაცური, უხეში ელემენტებით. იგი ამბობდა "შანელი არ არის მოდა, ის სტილია მოდას ხედავ, მიდის, მოდის სტილი უცვლელია". შანელი ეს მართლაც არ იყო მოდა, ეს იყო სტილი რომლებმაც წლებს გაუძლო, შანელი კი იყო ქალი რომელიც ფლობდა თვალისმომჭრელი სტილის საიდუმლოებას, და ბოლოს გადავხედოთ შანელის ფრაზებს რომლებიც ადვილად დაგვარწმუნებენ ამაში_ _ "ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული" _ "მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება". _ " არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი". _ "იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული". _ "ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს".
_ "არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო".
No comments:
Post a Comment